ფეხბურთი

19:20 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვლადიმერ მამუჩაშვილი "შერიფში" ითამაშებს

ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას ტირასპოლის „შერიფში“ გააგრძელებს. ტრანსფერი მოლდოვური კლუბის საიტზე ოფიციალურად დადასტურდა.

26 წლის ფეხბურთელმა „შერიფთან“ დღეს ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მოგეხსენებათ, ტირასპოლური გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვაჟა თარხნიშვილია.

„შერიფი“ გასულ სეზონში მოლდოვის ჩემპიონი ვერ გახდა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს კი გამოეთიშა და კონფერენს ლიგაზე გადავიდა, მაგრამ ლიუბლიანის „ოლიმპიასთან“ პირველი მატჩი 0:3 წააგო.

ვლადიმერ მამუჩაშვილი „იბერიას“ აღზრდილია, ხოლო 2018 წლიდან „დინამო ბათუმში“ თამაშობდა, სადაც 225 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 51 გოლი გაიტანა. ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ნაკრებში კი, 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114357