ფეხბურთი

20:40 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "არსენალთან" 65 წუთი ითამაშა, "ლიონი" დამარცხდა

„ლიონმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა და ბოლო ამხანაგური მატჩი ლონდონში, „არსენალთან“ ემირეითსის თასზე გამართა.

უილიამ სალიბას და გაბრიელის გოლებით ინგლისელებმა ადვილად 2:0 მოიგეს. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს.

„ლიონი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება.

0.114492