სხვა

3:00 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: "ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, რომ ცოტა ვანერვიულე"

ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან „პირველ არხს“ უთხრა, ასეთი ემოცია არც ერთი ჩემპიონობისას არ მიუღია.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მწვრთნელებს, რომლებმაც ჩემს მოსამზადებელ პერიოდში დიდი შრომა გაწიეს, რადგან მოგეხსენებათ, ტრავმებიდან გამომდინარე ძალიან რთული ვარჯიშები მქონდა. დიდი მადლობა გიორგი ასანიძეს, ასევე, ჩემს პირად მწვრთნელს ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, ვინც ძალოსნობაში ვარჯიში დამაწყებინა. მადლობა ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს. ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ, მაგრამ ნამდვილად ღირდა, ასეთი ემოციები არც ერთი გამარჯვების შემდეგ არ მიმიღია. ასევე, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ჩვენმა გენო პეტრიაშვილმა და იმ ბიჭებმა, ვინც მედლები მოიპოვეს, მადლობა მათ და ყველას ვულოცავ. ეს მედალი საქართველოს ეძღვნება“, - აღნიშნა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები 7-7-ჯერ აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალია: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლოს იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.

0.111372