სხვა

2:10 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: საქართველო ოცეულთან ახლოსაა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-15 საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის ძალიან შედეგიანი და ისტორიული გამოდგა. მონაგარს ორი ოქროს მედალი შეემატა, პლუს ფინალისტიც, რომელიც 11 აგვისტოს იბრძოლებს ოქროსთვის.

გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონობა მოახერხეს, რის შედეგადაც მედლების ჩათვლაში საქართველო 18 საფეხურით დაწინაურდა და თუ გუშინ 42-ე ადგილზე იყო, ამჟამად 24-ე ადგილზეა, რაც შესანიშნავი შედეგია. გივი მაჭარაშვილმაც რომ მოიგოს ფინალი, ოცეულში მოხვედრის შანსიც არსებობს. საქართველოს მონაგარი ამჟამად 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.

მოწინავე ათეულში ორი ცვლილება მოხდა: შეიცვალა ლიდერი და ჩინეთი აშშ-ს ერთი ოქროს მედლით უსწრებს, ხოლო საფრანგეთმა დიდ ბრიტანეთს გადაასწრო. მედლების რაოდენობით ისევ ამერიკაა წინ, მაგრამ მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია. მინიმუმ ერთი ოქროს მედალი 63 ქვეყანას აქვს მოპოვებული.

მედლების ჩათვლა

1. ჩინეთი - 39 ოქრო, 27 ვერცხლი, 24 ბრინჯაო (სულ - 90 მედალი)

2. აშშ - 38 ოქრო, 42 ვერცხლი, 42 ბრინჯაო (122)

3. ავსტრალია - 18 ოქრო, 18 ვერცხლი, 14 ბრინჯაო (50)

4. იაპონია - 18 ოქრო, 12 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (43)

5. საფრანგეთი - 16 ოქრო, 24 ვერცხლი, 22 ბრინჯაო (62)

6. დიდი ბრიტანეთი - 14 ოქრო, 22 ვერცხლი, 27 ბრინჯაო (63)

7. სამხრეთ კორეა - 13 ოქრო, 8 ვერცხლი, 9 ბრინჯაო (30)

8. ნიდერლანდები - 13 ოქრო, 7 ვერცხლი, 12 ბრინჯაო (32)

9. გერმანია - 12 ოქრო, 11 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (31)

10. იტალია - 11 ოქრო, 13 ვერცხლი, 15 ბრინჯაო (39)

...24. საქართველო - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (6)

მედლების ჩათვლის სრული რეიტინგი...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალია: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლოს იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.

0.131688