კალათბურთი

1:21 | 11.08.2024 | ნანახია 1047 - ჯერ

"დრიმ თიმი" ოლიმპიური ჩემპიონია

„დრიმ თიმი“ ოლიმპიური ჩემპიონია. აშშ-ს ნაკრებმა ფინალში მასპინძელი საფრანგეთი დაძაბულ ბრძოლაში 98:87 დაამარცხა.

ფრანგებმა ბოლომდე იბრძოლეს, არაფერი დაუთმეს უძლიერეს მეტოქეს და შეხვედრის დასრულებამდე არ დანებდნენ, მაგრამ უფრო მაღალმა კლასმა თავისი გააკეთა.

ამერიკამ პირველი ტაიმის შემდეგ მოიპოვა 8-ქულიანი უპირატესობა, რომელიც მერე ხელიდან აღარ გაუშვია და ოლიმპიური ჩემპიონი ისტორიაში მე-17-ედ გახდა.

გამარჯვებულთა შორის სტეფ კარი იყო საუკეთესო, რომელმაც 24 ქულა და 5 პასი მიითვალა. საფრანგეთს ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა, რომელმაც 26 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, გერშონ იაბუსელემ 20 ქულა მიითვალა, მაგრამ მთლიანობაში ამერიკელებმა უფრო გუნდური კალათბურთი აჩვენეს. მაგალითად, დევინ ბუკერმა და კევინ დურანტმა 15-15, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა 14 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, კევინ დურანტი პირველი კალათბურთელია, რომელმაც ოლიმპიადა 4-ჯერ მოიგო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სტეფ კარის საოცარი თამაში, რომელმაც 8 სამქულიანი ჩააგდო, მათ შორის, ზედიზედ 4 თამაშის საკვანძო მომენტში, ბოლო მეოთხედში, როცა საფრანგეთმა ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება შეძლო - მერე კარის შეჩერება შეუძელებელი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედალი სერბეთმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიას აჯობა.

საფრანგეთი - აშშ 87:98 (15:20, 26:29, 25:23, 21:26)


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:36 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

კაი ჯორდანზე ლაპარაკს შევეშვად და სიტყვაზე კარლ მელოუნი,ჯონ სტოკტონი,კევინ გარნეტი და ასეთი ხალხი,რატომ უნდა ითვლებოდეს მანუზე დიდ კალათბურთელად?ასი წელი ვერ გააკეთებდნენ იმას რაც მანუმ 2004-ის ოლიმპიადაზე გააკეთა.არ ფასდება ნაკრები კალათბურთში და ძაან ცუდია ეგ

16:53 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

მარტო ჯორდანს არ ეხება,ყველა დიდ კალათბურთელს ეხება ლებრონსაც ლარისაც კობისაც მეჯიქსაც და ასე შემდეგ.

16:52 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

მაგ სანაკრებოს გამო იჩაგრებოდა მესი თუ არა საკლუბოზე გამზრდელს იხნავდა ტიპი.ჯორდანი მარტო საკლუბოთია გაღმერთებული და რეალურად არაა ეგ სწორი.ჩადით აბა იგივე არგენტინაში და ჯინობილის 4 გზის ნბა-ს ჩემიონობას უფრო აფასებენ თუ 2004-ის ოლიპიადას იკითხეთ)))

16:55 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

აი არგენტინის გარეთ არ უფასდება მანუს ეგ ოლიმპიადა თორემ ყველადროის 20 კალათბურთელში მაინც უნდა იყოს შეყვანილი.სანაკრებო კარიერა ამერიკის მასეთი დომინაციის გამო,რეალურად არცერთი ეროვნების ტიპს არ უფასდება.მარტო ნბა-ს უყურებს ყველა

11:47 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

ვისაც სპორტი გესმით მითხარით თქვენი აზრიც ამ თემაზე,მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ და არის თუ არა სწორი ლოგიკა ჩემ ნათქვამში?

12:29 | 12.08.2024
KoRBeN DaLLaS (24846)

ნუ, კალათბურთში ყოველთვის სხვა რეალობა იყო, ვიდრე ფეხბურთში.
მაგ რეალობიდან გამომდინარე ჯორდანა რა უნდა ექნა ? ნაკრებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა როგორც დრიმ თიმით, ასევე სტუდენტებით 84-ში. თუმცა იქ სსრკ არ იყო, მთავარი კონკურენტი.
ზოგადად მესის და ჯორდანის შედარებას რაც შეეხება. უკვე თითქმის დაასრულა ლეომაც კარიერა და შეიძლება გარკვეული დასკვნის გაკეთება. ჩემი აზრით, როგორც მოვლენა მესი უფრო დიდია.

16:38 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

აქამდე სიმართლე რომ ვთქვა არ ვაქცევდი მაგას ყურადღებას და მეც მითქვამს რომ ჯორდანი ჩემთვის ნ1 სპორტსმენიათქო,მაგრამ ახლა რომ დავუფიქრდი,არ შეიძლება სანაკრებოს დაკიდება და კაცი რომელიც ორივიგან დიდია საკლუბოზეც და სანაკრებოზეც,მარტო საკლუბოზე მყოფ დიდ კაცს ჯობია

11:45 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

რა ყველადროის საუკეთესო სპორტსმენი ტო,ნაკრებში არ გვინახია ტიპი.მასე მესის რომ მარტო ბარსელონაში ეთამაშა,გადახნავდა ყველაფერს

11:44 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

ჯორდანი არის ნბა-ს ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი,ზოგადად ყველადროის საუკეთესო კალათბურთელი არის თუ არა ეგ რეალურად არც ვიცით იმიტომ რომ სანაკრებოზე რას გააკეთებდა არ ვიცით.ამიტომ ჯორდანის ყველადროის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება,რეალურად სისულელეა.ყველადროის საუკეთესო კალათბურთელობაც კი სათუოა,მარტო ნბა ნუ გვეგონება კალათბურთი.ყველადროის საუკეთესო კალათბურთელს რეალურად ვერავიზე ვერ იტყვი,კონკრეტულად ნბა-ზე კი ბატონო,არის ემჯეი

11:29 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

აი მესის 2006-19 წლების მარტო ბარსას პერიოდი შეადარეთ ჯორდანის ჩიკაგოში გატარებულ 13 წელს და რომელი ჯობდა?

11:22 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

შევეშვათ ამერიკელებს და ევროპელები ავიღოთ რომლებისთვასაც სანაკრებოსაც აქვს აზრი.ან იანისი ან თუნდაც იოკიჩი იგივეა ნაკრებში რაც ნბა-ში არიან?თუნდაც დონჩიჩიც კი არაა მთლად ისეთი ნაკრებში როგორიც ნბა-შია.მართლა სამწუხაროა რომ კალათბურთში ნაკრებით ვერ ფასდება დიდი ხალხი.ვაბშე სხვა შედეგები გვექნებოდა ვიდრე დღესაა

11:18 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

სტაჟიან ქომაგებს ახალგაზრდა მესი ხო ყველას გვახსოვს?ტიპი რეებს აკეთებდა ბარსელონაში,იმენა ფრინავდა,ახლოს არ იდგა არავინ,მაგრამ იყო დაბრკოლება არგენტინის ნაკრები,სადაც ვერც მსოფლიო ჩემპიონი ხდებოდა მაგ პერიოდში და ვიყოთ გულახდილები და არც თამაშის ხარისხი ქონდა ისეთი როგორიც ბარსაში.ხოდა ახლა მაგისთვის რომ არ არსებულიყო არგენტინის ნაკრები და მარტო ბარსელონათი შეფასებულიყო,ნაკლები იყო ჯორდანის ჩიკაგოში დომინაციასთან?მე თუ მკითხავთ მეტიც იყო,მარტო ბარსა-ჩიკაგო რომ ავიღოთ.გამომდინარე აქედან არავინ არ იცის ჯორდანი ამერიკის ნაკრებში რას გააკეთებდა,სხვა ნაკრებებიც რომ ძლიერი ყოფილიყო.ვაბშე სხვაა მთელი სეზონი საკლუბოს თამაში(მითუმეტეს მხოლოდ ნბა-სი,განსხვავებით ფეხბურთისგან სადაც ბარსა ბევრ ტურნირს თამაშობდა) და ვაბშე სხვა 4 წელიწადში ერთხელ გასამართ ტურნირზე გამოსვლა.შეთამაშება არის ცა-დედამიწა სხვაობა კლუბ-ნაკრებებს შორის.სად მთელი სეზონი რომ ერთად არიან და სად ტურნირის წინ 2 კვირიანი(არც კი) სბორები?ასევე ნბა-ში 4 მოგებამდეა სერიები და სად 4 შანსი რომ გაქვს და სად მხოლოდ 1 თამაშიანი გადამწყვეტი მატჩები?აგერ სერბებთან კინაღამ წააგეს ის ერთი თამაში ნახევარფინალში მაშინ როცა რამხელა სხვაობა იყო გუნდების როსტერებში.მესი ჯორდანზე დიდია,კაციშვილმა არ იცის ჯორდანი კონკურენტუნარიან სანაკრებოზე რას გააკეთებდა.ეგ 92-ის ოლიმპიადაზე ბარკლი იყო საუკეთესო.კი გასაგებია მზეზე ეკიდათ მაგრამ პრაიმ 29 წლის ჯორდანს რომელიც ნბა-ში ფრინავხარ,ტურნირზე ბარკლიმ მაინც ვერ უნდა გაჯობოს.შეიძლება 1-2 თამაშში გაჯობოს მაგრამ მთლიანად ტურნირზე ვერ უნდა გაგიბედოს მაგდენი

09:24 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

რეალურად ახლაც დიდია მესი ჯორდანზე,იმიტომ რომ მესი ფასდება როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო კარიერით,ჯორდანი კი მარტო საკლუბოთი.

09:20 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

ახლა რეალურად მარტო ნბა-თი ვაფასებთ ყველას და იგივე ჯორდანი კარგად რომ დავუკვირდეთ,ახლა რომ ნ1 სპორტსმენად მიგვაჩნია ბევრს,სანაკრებო რომ მნიშვნელოვანი ყოფილიყო მისთვის,შეიძლება იგივე მესისთან ვერ მისულიყო.

09:17 | 12.08.2024
Kobe Bean (21712)

ამერიკა რომ ასეთი დომინანტი არ იყოს,როგორც ფეხბურთში ჭირდება მოთამაშეს სანაკრებო მიღწევები,ისე დაჭირდებოდა კალათბურთშიც და უფრო საინტერესო იქნებოდა სპორტის ეს უმაგრესი სახეობა

14:13 | 11.08.2024
KoRBeN DaLLaS (24846)

ყველა წაიყვანეს, ვინც წასაყვანი იყო. ნუ, კავაის და ბრაუნის გარდა, რომლებიც მაგრები კი არიან, თუმცა ამ გუნდს დიდად ვეღარც გააძლიერებდნენ.
ჰოდა ამ სუპერკრებულმა ნახევარფინალში და ფინალში ისეთი დომინაცია ვეღარ აჩვენა, რასაც ადრე აჩვენებდნენ.
ეს გასაგებიცაა. კალათბურთი მასობრივი სპორტია და ნბა-ც მაქსიმალურად ღია ორგანიზაციაა. აღარ ჩანან ამერიკელი სუპერსტარები ისეთ მიუწვდომელ არსებებად, როგორებიც ჯორდანი, ბერდი და მეჯიქი იყვნენ 92-ში.
ყოველ წელს რეგულარულის და ფინალის მვპ-ები არა ამერიკელები ხდებიან.
მე ვფიქრობ, სადღაც ოც წელიწადში ოლიმპიური საკალათბურთო ტურნირი ძალიან თანაბარი შეჯიბრი იქნება და წინასწარ არ იქნება ცნობილი გამარჯვებული.

02:00 | 11.08.2024
Franco Lambiase (253)

მაგრები არიან რა.
თუნდაც მოხუცი ლებრონის გამო უნდა მოეგოთ
სტეფი ავადმყოფი.
მაგრები არიან ფრანგებიც და სერბებიც მაგრამ დრიმ თიმი ნამბერ ვანია და შეე*ით თუ გინდათ "დდდდდ
ბრავო გენო პეტრიაშვილს, სასწაული იყო,
ბრავო ტალახაძეს,
მადლობა ჯუდოკებს,
მადლობა ლაშა გურულს,
მადლობა ნინო სალუქვაძეს იმ უნიკალური მიღწევისთვის,
მადლობა ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე გაკეთებული გმირობისთვის.
ძალიან ძალიან სენსიტიურად განვიცდით მაგ ყველაფერს მითუმეტეს იმ ამბავის ფონზე რომ მიშა და ბიძინას ძახილით გადაემტერა ხალხი ერთმანეთს. ერთისაც და მეორისაც დდ
მე მჯერა რომ ეს დასაწყისია, ფეხბურთის მსოფლიოზეც გავალთ, იქაც მაგრად ვითამაშებთ და ყველაფერი კარგად იქნება მეგობრებო.
ჩაეხუტეთ და მოეფერეთ ერთმანეთს, დაიკიდეთ ეს ზიზღი შური და გაიაზრეთ რომ ყველას ერთნაირი მსოფლმხედველობა ვერ გვექნება, მაგიტომ ვართ ინდივიდები.
მშვიდობიან ღამეს კვირას ზაფხულს და წელს გისურვებთ ყველას.

02:00 | 11.08.2024
Franco Lambiase (253)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

02:00 | 11.08.2024
Franco Lambiase (253)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063614
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1047