ფეხბურთი

22:27 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძის თამაშის ყურება მსიამოვნებს"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ „მილუოლთან“ მატჩის (3:2) შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე კიდევ ერთხელ შეაქო და აღნიშნა, რომ მისი თამაშის ყურება სიამოვნებს.

ჩაკვემ სეზონი კარგად დაიწყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლიც გაიტანა.

„არა მხოლოდ საჯარიმო დარტყმა, მან მთლიანობაში შესანიშნავად ითამაშა. კლასი, რომელსაც აჩვენებს ბურთის ფლობაში, პოზიციურ თამაშში, საოცარია, ეს ნამდვილად იყო ტოპ თამაში. დაძაბული მატჩი რომ არა, ალბათ, მისი თამაშით უფრო მეტად ვისიამოვნებდით. გიორგი ნამდვილად კარგ ფორმაშია და ის არის ადამიანი, ვისი ყურებაც მსიამოვნებს და მის თამაშს სიამოვნებით ვუყურებ“, - თქვა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის მეორე ტურში 17 აგვისტოს, „სტოკ სიტის“ უმასპინძლებს.

0.112795