ჭიდაობა

21:36 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი: "რასაც ვაკეთებ, იმისთვისაა, რომ თქვენი გულები მოვიგო"

პარიზის ოლიმპიადაზე გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ფინალში გავიდა. ნახევარფინალური ბრძოლის მოგების შემდეგ ქართველმა ფალავანმა „პირველ არხთან“ მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, იმისთვისაა, რომ თქვენი გულები მოვიგო, რადგან თითოეული ქართველი სიგიჟემდე მიყვარს. დანარჩენი ხვალ ვნახოთ“, - თქვა გივიმ.

შეგახსენებთ, რომ გივი მაჭარაშვილმა სამი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ხოლო ფინალში ქართველის მეტოქე ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვი იქნება. ფინალური ბლოკი 11 აგვისტოს, 13:00 საათზე დაიწყება.

0.119213