ფეხბურთი

19:35 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის სანჩესი 13 წლის შემდეგ "უდინეზეში" დაბრუნდა

ვეტერანი ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი „უდინეზეში“ 13 წლის შემდეგ დაბრუნდა.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და მხარეებმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს. ალექსისი „უდინეზეში“ 2008-2011 წლებში გამოდიოდა და 112 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა, მან სახელიც უდინურ კლუბში გაითქვა, საიდანაც „ბარსელონაში“ გადავიდა.

ბოლოს 35 წლის ფეხბურთელი „ინტერის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი, „მარსელის“, „მანჩესტერის“ და „არსენალის“ წევრიც იყო.

0.128914