სხვა

18:59 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთში ქალთა ტურნირზე მედლები გათამაშდა: ჩემპიონი ნორვეგია გახდა

პარიზის ოლიმპიადაზე ხელბურთის ქალთა ტურნირზე მედლები გათამაშდა. ოლიმპიური ჩემპიონი ნორვეგიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთი 29:21 დაამარცხა.

მასპინძლებმა ნორვეგიელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, როცა ჩამორჩენა მხოლოდ ორი ბურთი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ნორვეგიამ მეტოქეს შანსი არ მისცა და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო საფრანგეთი ვერცხლს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედალი დანიის ნაკრებს ერგო, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვედეთი 30:25 დაამარცხა.

11 აგვისტოს, ხელბურთში მედლები უკვე კაცთა ტურნირზე გათამაშდება. 11:00 საათზე ესპანეთი და სლოვენია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ, ხოლო 15:30 საათზე ფინალში გერმანია დანიას დაუპირისპირდება.

0.114739