ჭიდაობა

15:10 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

ქართველი ფალავანი ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს და მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი, მურაზ მჭედლიძე 4 წუთზე ნაკლებ დროში სუფთად, 11:0 დაამარცხა.

მანამდე, მერვედფინალში ქართველი მოჭიდავე სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს შეხვდა, რომელიც ასევე სუფთად, 12:2 დაამარცხა. მაჭარაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება. ნახევარფინალური სესია 20:15 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

0.120141