ჭიდაობა

13:25 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოდერძი ძებისაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 65 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილი მერვედფინალში დამარცხდა.

ქართველი მოჭიდავე სომეხ ვაზგენ ტევანიანთან, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, სუფთად, 0:11 დამარცხდა. გოდერძი ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ტევანიანი ფინალში გავიდოდა, მაგრამ სომეხი მოჭიდავე მეოთხედფინალში მონღოლ ტულგა ტუმურ ოჩირთან 5:7 დამარცხდა და შესაბამისად, ძებისაშვილი რეპეშაჟში ვერ გადავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

0.113899