ფეხბურთი

13:57 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "ოფის" პლეი-ოფში გასვლის ამბიცია აქვს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია ისევ საბერძნეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ის უკვე ჩავიდა საბერძნეთში, სადაც „ოფისთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ქართველმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარიც გააკეთა:

„ხვალ სამედიცინო შემოწმებას გავივლი და შემდეგ კონტრაქტს გავაფორმებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ „ოფის“ მაღალი მიზნები აქვს, სურს იბრძოლოს პლეი-ოფში მოსახვედრად და მინდა, ვითამაშო ყველა თამაშში, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოსვლა გადავწყვიტე“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ლევან შენგელია ბოლო ორი წელი „პანეთოლიკოსის“ ღირსებას იცავდა. მანამდე ის ბელგიაში ირჯებოდა. "ოფის" მთავარი მწვრთნელი 2004 წლის ევროპის ჩემპიონი, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ტრაიანოს დელასია.

0.114586