სხვა

1:50 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: საქართველოს უკუსვლა გრძელდება

პარიზის ოლიმპიური თამაშებზე მე-13 საშეჯიბრო დღე დასრულდა, რომელიც საქართველოსთვის ისევ უმედლო გამოდგა.

შედეგად, საქართველომ მედლების ჩათვლაში უკუსვლა განიცადა და თუ 24 საათის წინ 32-ე ადგილზე იყო, ახლა 35-36-ე ადგილებს იყოფს დანიასთან ერთად, რომლის მონაგარიც 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა: ნიდერლანდებმა გადაასწრო იტალიას. პირველ ადგილზე ისევ ამერიკაა, რომელსაც 30 ოქრო აქვს, ხოლო მისი მდევარი 29 ოქროს მედლით ჩინეთია. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ უკვე 100 მედალზე მეტი მოიპოვა.

მედლების ჩათვლა

1. აშშ - 30 ოქრო, 38 ვერცხლი, 35 ბრინჯაო (სულ 103 მედალი)

2. ჩინეთი - 29 ოქრო, 25 ვერცხლი, 19 ბრინჯაო (73)

3. ავსტრალია - 18 ოქრო, 14 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (45)

4. საფრანგეთი - 14 ოქრო, 19 ვერცხლი, 21 ბრინჯაო (54)

5. დიდი ბრიტანეთი - 13 ოქრო, 17 ვერცხლი, 21 ბრინჯაო (51)

6. სამხრეთ კორეა - 13 ოქრო, 8 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (28)

7. იაპონია - 13 ოქრო, 7 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (33)

8. ნიდერლანდები - 11 ოქრო, 6 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (25)

9. იტალია - 10 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინჯაო (30)

10. გერმანია - 9 ოქრო, 8 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (22)

....35. საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (4)

მედლების ჩათვლის სრული რეიტინგი...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

0.123442