„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში გეგმის მიხედვით გამოტოვა და არა რაიმე დაზიანების მიზეზით. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.
„კვარას დასვენება რაიმე სახის ტრავმით კი არ იყო გამოწვეული, არამედ რუტინული გეგმის ნაწილი გახლდათ. სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, შაბათს, „მოდენას“ წინააღმდეგ ანტონიო კონტეს გუნდს შეტევაში ის ულიდერებს“, - წერს ცნობილი გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოსამზადებელ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. „ნაპოლი“ სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.