ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო „სლოვანის“ და „აპოელის“ დაპირისპირება იყო.
სლოვაკური გუნდის რიგებში გურამ კაშიამ, ხოლო კვიპროსელთა რიგებში ლაშა დვალმა ითამაშა - ორივემ შეუცვლელად. კაშიამ 84-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
„სლოვანმა“ მატჩის მიწურულს გატეხა მეტოქე, ბოლო 15 წუთში ორი უპასუხო გოლი გაუტანა და 2:0 მოიგო. ასე რომ, პლეი-ოფს უფრო მეტად სლოვაკეთის ჩემპიონი მიუახლოვდა. თუმცა, ყველაფერს საპასუხო მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 13 აგვისტოს, ნიქოზიაში გაიმართება.
დღესვე, პრაღის „სლავიამ“ შინ 2:0 ბელგიურ „უნიონ სენ-ჟილს“, ხოლო ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“ სტუმრად 1:0 მოუგო პოლონურ „იაგელონიას“.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა საპასუხო მატჩი 13 აგვისტოს გაიმართება და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვევა.