სხვა

19:27 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე ტრავმით იასპარეზა და მე-6 ადგილი დაიკავა

პარიზის ოლიმპიადაზე ძალოსნობაში 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ იასპარეზა, რომელმაც მედალი ვერ მოიპოვა.

თუმცა, 29 წლის ძალოსანმა ოლიმპიადაზე მონაწილეობა მხრის ტრავმით მიიღო და თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მედლისთვის ვერ იბრძოლებდა. მიუხედავად დაზიანებისა, მან ღირსეული შედეგი აჩვენა.

მიშველიძემ ატაცში 114 და 121 კგ დაძლია, ხოლო მესამე ცდაზე 128 კგ-ს ვერ გაუმკლავდა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა ჯერ 125 კგ-იანი შტანგა ასწია, შემდეგ 135 კგ-ის დაფიქსირებაც შეძლო, მესამე ცდაზე კი, 150 კგ ვერ დააფიქსირა, შესაბამისად, ჯამურად 256 კგ დაუგროვდა და გამოსვლა 12 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილზე დაასრულა.

29 წლის მიშველიძე საკმაოდ ტიტულოვანი ძალოსანია - ორგზის ევროპის ჩემპიონი, ასევე ორჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მფლობელი, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე აქტივში თითო ვერცხლი-ბრინჯაოს მედალი აქვს.

ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ჩინელი ფაბინ ლი გახდა, რომელმაც ჯამში 310 კგ დააფიქსირა, ვერცხლი ტაილანდელ შეერაპონ სილაჩაის ერგო (303 კგ), ხოლო ბრინჯაო ამერიკელმა ჰემპტონ მორისმა მოიპოვა (298 კგ).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 4 მედალი აქვს: ლაშა ბექაურმა (ძიუდო) ოქრო მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივში ვერცხლის მედალია, ხოლო ლაშა გურული (კრივი) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

0.125678