პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ისტორიაში პირველად დაამარცხა (2:0) და D ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონელთა თავკაცმა ადამ ნავალკამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.
"ძალიან გახარებული ვარ. მეტოქის ნახევარზე დიდხანს ვერ ვჩერდებოდით, თუმცა თამაში ჩვენ მოვიგეთ. როდესაც მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ თამაშობ, იღბალია საჭირო.
ამ მოგებამ ჯგუფში ადგილი უფრო განგვიმტკიცა - 6 ქულით პირველზე ვართ. საფეხბურთო ისტორიაში პოლონეთმა გერმანია პირველად დაამარცხა და ეს დიდი გამარჯვება გახლდათ" - განაცხადა პოლონელმა სპეციალისტმა.
პოლონეთის ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს ევროშესარჩევის მორიგ მატჩს შინ შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ერთი თვის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონის დამმარცხებელი ნაკრები თბილისში "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდებიან.