ჭიდაობა

17:30 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

7 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
მოჭიდავეების მეტოქეები ცნობილია

პარიზის ოლიმპიადაზე 7 აგვისტოს სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა - ორი მოჭიდავე და ერთი ძალოსანი.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ძალებს რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე მოსინჯავენ ძალებს.

67კგ წონითი კატეგორიის მერვედფინალში რამაზ ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კი უკრაინელ ფავრიზ ნასინოვსა და სერბ მატე ნემესს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

87კგ წონითი კატეგორიაში ლაშა გობაძე მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაეჭიდება, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე ბულგარელ სემენ ნოვიკოვსა და დანიელ ტურპალ ბისულთანოვს შორის გამარჯვებული იქნება. წინასწარი შეხვედრები ხვალ 13.00 საათიდან დაიწყება.

ძალოსნობაში შოთა მიშველიძე (61 კგ.) წარდგება. ძალოსანი თბილისის დროით 17:00 საათზე იასპარეზებს. მიშველიძეს ტრავმა აწუხებს და მისი გამოსვლა უფრო სიმბოლური იქნება, როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ აღნიშნა, ის მედლისთვის ვერ იბრძოლებს.

0.120857