ფეხბურთი

16:16 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" პრემიერლიგიდან ორ ფეხბურთელს დაიმატებს

მადრიდის „ატლეტიკო“ „მანჩესტერ სიტიდან“ ხულიან ალვარესს დაიმატებს. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

ესპანელები ინგლისურ კლუბს 75 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც ბონუსის სახით 20 მილიონიც დაემატება. არგენტინელს ერლინგ ჰოლანდთან კონკურენციის გამო უწევს „სიტის“ დატოვება.

ალვარესმა „მანჩესტერ სიტიში“ 103 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.

თუმცა, მხოლოდ ეს არ არის: „ატლეტიკომ“ ასევე მიაღწია შეთანხმებას ლონდონის „ჩელსისთან“ კონორ გალაჰერის ტრანსფერზე. ესპანელები 34 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიღებენ და ინგლისელი ფეხბურთელი „როხიბლანკოსთან“ სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

0.130162