ფეხბურთი

15:25 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა ახსნა „ლივერპულის“ პასიურობა სატრანსფერო ბაზარზე

„ლივერპულის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ხელმოწერების ნაკლებობის შესახებ ისაუბრა.

„არც ისე ადვილია იპოვოთ ფეხბურთელები, რომლებიც „ლივერპულის“ შესაფერისი არიან და რომლებსაც შეუძლიათ გუნდის გაუმჯობესება, - ციტირებს სლოტს derbyderbyderby.it.

შეგახსენებთ, რომ 45 წლის არნე სლოტი „ლივერპულის" თავკაცი ოფიციალურად 2024 წლის 1 ივლისს გახდა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

მანამდე სპეციალისტი როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ 2021 წლის ზაფხულიდან. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით „ფეიენოორდმა“ ყველა ტურნირზე 145 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 94-ჯერ გაიმარჯვა, 27-ჯერ ფრედ ითამაშა და 24-ჯერ დამარცხდა.

0.122614