ფეხბურთი

14:23 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ახალი სეზონის წინ ჰარი კეინის მდგომარეობაზე ისაუბრა

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა განაცხადა, როდის დაუბრუნდება ფორვარდი ჰარი კეინი ვარჯიშს ევრო 2024-ის შემდეგ.

„ის ჯანმრთელია! ჰარი შუა კვირაში დაბრუნდება.

დაზიანებები არც ისე სერიოზული გახლდათ. წაგებული ევროს ფინალთან დაკავშირებით არსებული იმედგაცრუება უფრო დიდი იყო“, - ციტირებს ებერლის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდნენ, 14 ივლისს გაიმართა. თამაში ბერლინის „ოლიმპიასტადიონზე“ გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 მოიგო. ეს ფინალი გახლდათ კიდევ ერთი წაგებული გადამწყვეტი მატჩი ჰარი კეინის კარიერაში. თავდამსხმელს ჯერ არც ერთი თასი არ მოუგია.

გასულ სეზონში კეინმა ბუნდესლიგის 32 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

0.120887