პარიზის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილმა იასპარეზა, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო.
მერვედფინალში ქართველი მოჭიდავე ბელარუს აბუბაკარ ხასლახანაუსთან 1:9 დამარცხდა, შესაბამისად, სუფთად წააგო.
ქართველი მედლისთვის (ბრინჯაო) ბრძოლის შანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ხასლახანაუ ფინალში გავიდოდა. ვინაიდან ბელარუსი მოჭიდავე მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ გაბრთან დამარცხდა, კობლიაშვილისთვის ოლიმპიური თამაშები დასრულდა.
7 აგვისტოს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) იასპარეზებენ, ორივე მერვედფინალიდან ჩაერთვება ოლიმპიადაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).