ფეხბურთი

11:44 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ „ბაიერნის“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის შეძენას შეეცდება

Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის თქმით, „ბაიერნის“ გარემარბი ლეროი სანე, ჭორების საწინააღმდეგოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას გუნდს არ დატოვებს.

წყაროს ცნობით, 28 წლის გერმანელი მთლიანად ორიენტირებულია მიუნხენურ კლუბში თამაშზე და კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე.

სანეს კლუბთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაისად ზაფხულამდეა ძალაში. მაგრამ ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერ არ ჩქარობენ. ამიტომ, „არსენალი“ ყურადღებით აკვირდება მის გარშემო არსებულ ვითარებას, რომელიც განიხილავს გარემარბის შეძენის შესაძლებლობას. ლონდონელთა მწვრთნელ მიკელ არტეტას, „მანჩესტერ სიტის“ დროიდან მოყოლრბული ნახევარმცველთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეროი სანეს ოპერაცია ძველი ტრავმის რეციდივის გამო ჩაუტარდა.

0.115782