საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები პარიზის ოლიმპიადის ფინალში გავიდა. ტიერი ანრის გუნდმა ნახევარფინალში ეგვიპტის ოლიმპიური ნაკრები 3:1 დაამარცხა.
ფრანგები როგორც მოსალოდნელი იყო, დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ წაგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. 62-ე წუთზე მაჰმუდ საბერიმ ეგვიპტე დააწინაურა. სტუმრები უპირატესობას 20 წუთის განმავლობაში ინარჩუნებდნენ, მაგრამ ჟან-ფილიპ მატეტამ ანგარიში გაათანაბრა. შედეგად, დამატებითი დრო დაინიშნა.
92-ე წუთზე ეგვიპტელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, საფრანგეთმა კი, ეს უპირატესობა მალევე გამოიყენა. მატეტამ დუბლი შეასრულა, ხოლო მაიკლ ოლისემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ოლიმპიური თამაშების ფინალი 9 აგვისტოს, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთი და ესპანეთი შეხვდებიან. 8 აგვისტოს, ნანტში, ეგვიპტის და მაროკოს ნაკრებები ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდებიან.
საფრანგეთი - ეგვიპტე 3:1 (0:0)
გოლები: 0:1 საბერი (62), 1:1 მატეტა (83), 2:1 მატეტა (99), 3:1 ოლისე (108)