ჭიდაობა

21:31 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების 6 აგვისტოს განრიგი
რობერტ კობლიაშვილის ბადე ცნობილია

6 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ერთადერთი ქართველი იასპარეზებს - მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი გამოვა.

ის ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ნეიტრალური დროში ქვეშ მოასპარეზე, მეორე ნომრად განთესილი აბუბაკარ ხასლახანაუ იქნება, რომელიც შეხვედრის ფავორიტია.

რობერტი წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალში სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიასა და ეგვიპტელ მუჰამედ გაბრს შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 20:15 საათიდან აიღებს.

0.256103