ფეხბურთი

19:03 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენმა" პორტუგალიელი ფეხბურთელი დაიმატა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლისაბონის „ბენფიკადან“ ნიჭიერი პორტუგალიელი შემტევი ჟოაო ნევეში დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„ბენფიკამ“ 60 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 10 მილიონის ბონუსიც დაემატება. გარდა ამისა, პსჟ-დან ლისაბონურ გუნდში გადავიდა რენატუ სანჩესი. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

19 წლის ჟოაო ნევეში „ბენფიკას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 75 მატჩში 4 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებში მას 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.116661