ჭიდაობა

17:36 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვალ ოლიმპიური მედლისთვის რობერტ კობლიაშვილი იბრძოლებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სრულ მზადყოფნაშია. გუნდი აქტიურად ვარჯიშობს პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე.

ჩვენი გუნდიდან 6 აგვისტოს ასპარეზობაში პირველი რობერტ კობლიაშვილი ჩაერთვება. ის მედლის მოპოვებას 97კილოგრამ წონით კატეგორიაში ეცდება.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე სამ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი:

1. რამაზ ზოიძე (67კგ.)
2. ლაშა გობაძე (87კგ.)
3. რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.)

0.114466