გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის სეზონი განახლდა და ბუდუ ზივზივაძე პირველივე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი "ნიურნბერგის" წინააღმდეგ შეუჩერებელი იყო და მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბუდუ საუკეთესო თერთმეტეულში ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა შეიყვანა.
ბუდუ შეაქო გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა:
„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუდუ ცოტა იმედგაცრუებული იყო, რომ საქართველოს ნაკრებში ცოტა ითამაშა, მაგრამ ის აბსოლუტური პროფესიონალია, ძალიან მოტივირებული მოვიდა შეკრებაზე, მომზადებული და „ნიურნბერგთან“ აჩვენა ის, რაც ვარჯიშებზეც ეტყობოდა: უზარმაზარი თავდადება. გარდა გოლებისა, მან გუნდისთვის ბევრი იმუშავა. ერთხელ მან ჩვენს ნახევარზე 3-4 მეტოქეს აჯობა. ეს აჩვენებს მის საბრძოლო სულისკვეთებას. დაბრუნების შემდეგ კარგ ფორმაშია და სასიმოვნოა, რომ ეს პირველივე მატჩში დაუფასდა", - თქვა აიხნერმა.
ბუდუ ზივზივაძეს პირველი ტურის შემდეგ 3 გოლი აქვს. მან კაიერაში მე-5 ჰეთ-თრიქი შეასრულა და გერმანიის რანგით მეორე ლიგაში, კობიაშვილის შედეგი გააუმჯობესა, რაც 15 გოლს გულისხმობს. ქართველ შემტევს 16 გოლი აქვს და ქართველებიდან მხოლოდ ალექსანდრე იაშვილს ჩამორჩება.