ფეხბურთი

23:40 | 4.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილმა "გრანადას" ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა

ესპანურმა „გრანადამ“ ამხანაგურ მატჩში „ალ-ნასრი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი წიტაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ქართველი პირველად იყო ესპანელთა სასტარტოში და პირველი ნახევარი გაატარა მოედანზე. 45-ე წუთზე ლუკას ბოიემ ერთადერთი გოლი სწორედ გიორგის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა. არაბული კლუბის შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუს არ უთამაშია.

„გრანადა“ 8 აგვისტოს ამხანაგურად „ალ-ვეჰდას“ გაეჯიბრება, ხოლო 15 აგვისტოს, ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ალბასეტეს“ შინ დაუპირისპირდება.

0.111707