"ფროზინონე" ამხანაგურ მატჩში რომის "ლაციოსთან" 0:2 დამარცხდა. პირველი ტაიმი ითამაშა გიორგი კვერნაძემ, რომელიც 45-ე წუთზე მატია ძაკანისთან უხეშობისთვის გააფრთხილეს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტს ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შესვენებაზე ქართველი შეცვალეს.