ფეხბურთი

2:00 | 4.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე ნამდვილი ტალანტია, მისი თამაშის სტილი მიყვარს"

„უოტფორდმა“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა პრემიერლიგის ბინადარ „ბრენტფორდთან“, რომელსაც დაუზავდა - 1:1.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მან 75-ე წუთამდე ითამაშა. მატჩის შემდეგ ქართველ ნახევარმცველზე „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„სამსახურში წასვლა მსგავს ფეხბურთელებთან მუშაობის გამო მიხარია, ის ნამდვილი ტალანტია. გიორგისავით ბურთის ფლობა არასდროს შემეძლო. მიყვარს მისი თამაში და ბურთთან მოქმედება. კარგ მომენტშია და ჩემი საქმეა ეს ფორმა შეინარჩუნოს“, - თქვა ქლევერლიმ.

„უოტფორდმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, 10 აგვისტოს კი, ჩემპიონშიფის პირველ ტურში „მილუოლს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.113525