ფეხბურთი

23:33 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა განახლდა: "დინამო თბილისი" "სამგურალთან" დამარცხდა

ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა. მე-19 ტურში „დინამო თბილისმა“ „სამგურალს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.

წყალტუბოელებმა ლევან კუტალიას ერთადერთი გოლით მოიგეს, რომელსაც „სამგურალში“ დებიუტი ჰქონდა. „სამგურალი“ 22 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს სწორედ „დინამოსთან“ ერთად იყოფს.

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ლიდერმა გორის „დილამ“, რომელმაც შინ „გაგრას“ ვერაფერი დააკლო და ნულოვანი ფრე. ამრიგად, „ტორპედოს“ მიახლოების შანსი მისცა. „დილა“ 40 ქულით ისევ პირველ ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 20 ქულით მერვეა.

მე-19 ტურში 4 აგვისტოს, „იბერია“ „თელავს“ უმასპინძლებს, „დინამო ბათუმი“ „კოლხეთს“, ხოლო ტური 5 აგვისტოს, „ტორპედო“ „სამტრედიას“ მატჩით დასრულდება.

0.118969