ფეხბურთი

19:12 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ გალახერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, კლუბს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის ეშინია

„ჩელსი“ ნახევარმცველ კონორ გალახერის ბედზე ფიქრობს - წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, დღეს ლონდონელებსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა. „ჩელსის“ ხელმძღვანელობას არ სურს კლუბის ყოფილ მცველის, ანტონიო რუდიგერის ამბის გამეორება, რომელიც მადრიდის „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ამასთან, მადრიდის „ატლეტიკო,“ რომელთანაც ინგლისელი მოლაპარაკებებს აწარმოებს, დაჟინებით მოითხოვს, რომ გადაწყვეტილება ამ კვირაში მიიღონ.

გასულ სეზონში გალახერმა ყველა ტურნირზე 50 მატჩში ჩაატაა, შვიდი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11344