ფეხბურთი

16:24 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ და „ლაიპციგი“: ისევ ოლმოს შესაძლო ტრანსფერის შესახებ

Mundo Deportivo-მ ახალი დეტალები გაამხილა „ბარსელონასა“ და „ლაიპციგს“ შორის მოლაპარაკებების შესახებ, შემტევი ნახევარმცველის დანიელ ოლმოს კატალონიელთა ბანაკში შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

„ბარსელონას“ არ სურს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელში 50 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს. ამავდროულად, ოლმოს ამჟამინდელი კლუბი უარს ამბობს დათმობაზე და ფეხბურთელისთვის 60 მილიონ ევროს მაინც ითხოვს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლმო თავად ახორციელებდა ზეწოლას თავის კლუბზე რათა გერმანულ კლუბს ხელი არ შეეშალა მის ლა ლიგაში გადასვლისთვის.

გასულ სეზონში ოლმომ მონაწილეობა მიიღო საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრის 32 მატჩში, რომლებშიც 13 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი „ლაიპციგთან“ 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

0.140522