ძიუდო

13:04 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სოფიო სომხიშვილი ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა

პარიზის ოლიმპიადას სოფიო სომხიშვილი მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. +78 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა პირველი წრე დაძლია, როცა გერმანელი რენე ლუხტი იპონით დაამარცხა, თუმცა, მეორე ეტაპზე ვერაფერი გააწყო.

სომხიშვილს ძალიან რთული მეტოქე ჰყავდა, ფრანგი რომან დიკო, რომლის წინააღმდეგ ქართველმა გაფრთხილებებით მარცხი განიცადა. სოფიო მსაჯმა ორ წუთში სამჯერ გააფრთხილა.

ამრიგად, მისთვის ოლიმპიადა დამარცხდა, რადგან ვერც რეპეშაჟში გადასვლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ ლაშა გურულის მედალი ჩათვლაში მას შემდეგ აისახება, რაც მისი ხარისხი გაირკვევა.

0.114455