სხვა

1:12 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: საქართველო ისევ ოცეულშია

პარიზის ოლიმპიადაზე მეექვსე საშეჯიბრო დღე დასრულდა და მედლების ჩათვლაც განახლდა.

კარგია, რომ ზედიზედ მესამე დღეა საქართველო უმედლოდ არ დარჩენილა. ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის და ლაშა ბექაურის ოქროს შემდეგ, ილია სულამანიძემ ყულაბას ვერცხლის მედალი შემატა. ეგაა, რომ ილიას წამები დააკლდა ოქროს მედლამდე...

საქართველო 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით ჩათვლაში მე-17 ადგილზეა. ცნობისთვის, სულამანიძეს ოქრო რომ მოეგო, მე-14 ადგილზე იქნებოდა, როგორც 31 ივლისს. აღსანიშნავია, რომ სულ მცირე ბრინჯაოს მედალი გაინაღდა ლაშა გურულმა, მაგრამ ვინაიდან ის ბრძოლას ოქროსთვის აგრძელებს, ცხადია, ჯერ ჩათვლაში მისი მედალი ასახული არაა.

ლიდერი ისევ ჩინეთია, რომელსაც 11 ოქრო აქვს, სულ კი 24 მედალი. აშშ-მ ყველაზე დიდი წინსვლა განიცადა, რადგან ერთ დღეში 4 ოქრო მოიპოვეს ამერიკელმა სპორტსმენებმა და ჯამში 9 ოქროს მედლით მეორე ადგილზე გადავიდა, რომელსაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი მედალი აქვს - 37.

თუმცა, მოგეხსენებათ, უპირატესობა არა რაოდენობას, არამედ ხარისხს ენიჭება.

მედლების ჩათვლა:

1. ჩინეთი - 11 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო (სულ 24 მედალი)

2. აშშ - 9 ოქრო, 15 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (37)

3. საფრანგეთი - 8 ოქრო, 11 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (27)

4. ავსტრალია - 8 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (18)

5. იაპონია - 8 ოქრო, 3 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (16)

6. დიდი ბრიტანეთი - 6 ოქრო, 7 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (20)

7. სამხრეთ კორეა - 6 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (12)

8. იტალია - 5 ოქრო, 7 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (16)

9. კანადა - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (8)

10. გერმანია - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო (6)

...17. საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 0 ბრინჯაო (3)

მედლების ჩათვლის რეიტინგი...

0.106877