ძიუდო

19:17 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

ლაშა ბექაური პარიზი ოლიმპიადის ფინალშია. 24 წლის ძიუდოისტმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოლიმპიური თამაშების ფინალში გასვლა.

ბექაურმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი დამატებით დროში დაამარცხა. ბექაური უპირატესობას ფლობდა, ორჯერ ვაზარი გაუუქმეს, საბოლოოდ კი, მეტოქე სამჯერ გააფრთხილეს და გამარჯვებაც ბექაურს დარჩა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის წოდების დაცვასთან ერთ ნაბიჯშია.

ფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება.

ლაშამ მიმდინარე ოლიმპიადაზე ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს წუთსა და 22 წამში იპონით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის აქტივში მიმდინარე ოლიმპიადაზე ამ დროისთვის ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოიპოვა. თავის მხრივ, ბექაურსაც მედალი უკვე განაღდებული აქვს, გასარკვევია, რომელი სინჯის იქნება.

0.115569