სხვა

14:54 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო რეკორდული რაოდენობის სპორტსმენით გამოვა

საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის 17-ე პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს. ჩვენს ქვეყანას ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე რეკორდული რაოდენობის სპორტსმენები ეყოლება.

ქართველ პარასპორტსმენთა სახელით, შერატონში გამართულ გაცილების ცერემონიაზე ფიცი მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა დადო. საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მედროშე კი აკაკი ჯინჭარაძე იქნება.

ეტლით ფარიკაობა:

- ირმა ხეცურიანი;
- ნინა თიბილაშვილი.

პარა მძლეოსნობა:

- გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა);
- დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა);

ტაეკვონდო:

- ანა ჯაფარიძე (-54 კგ);
- ლია ჩაჩიბაია (-47 კგ);
- გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ).

პარა სროლა:

- ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე);

პარა ძიუდო:

- ზურაბ ზურაბიანი ( -60 კგ);
- გიორგი ქალდანი (-73 კგ);
- ინა ქალდანი (+70 კგ);
- ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ);
- რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ).

პარა წოლჭიმი:

- აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).

აქვე გეტყვით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული მილიონ, ვიცე-ჩემპიონი ნახევარ მილიონ და ბრინჯაოს პრიზიორი 250 000 ლარს მიიღებს.

0.115622