ფეხბურთი

10:25 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძის კარგ ფორმაში დაბრუნება ძალიან დიდი პოზიტივია"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ „უიკომბთან“ ამხანაგური მატჩის (2:3) შემდეგ, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძემ ეფექტური გოლი გაიტანა, კომენტარი ქართველ ფეხბურთელზე გააკეთა.

როგორც მან თქვა, ჩაკვეტაძის დაბრუნება გუნდისთვის დიდი პოზიტივია:

„გიორგის დაბრუნება და თანაც საუკეთესო ფორმაში დაბრუნება, ბოლო დღეების ძალიან დიდი პოზიტივია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მომწონს, ჭკვიანი, პოზიციას კარგად არჩევს და ბურთით მაღალი ხარისხი აქვს. ჩემი და ჩვენი შტაბის საქმეა, რომ გოლები და საგოლე პასები დაუმატოს თავის ძლიერ მხარეებს. ის ნამდვილად გრძნობს პასუხისმგებლობას, დიდი მოტივაცია აქვს, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს და დღეს ეს ნამდვილად გააკეთა. ვფიქრობ, რომ გიორგი და ინსი ორი ინტელექტუალური მოთამაშეა, რომლებსაც კარგად შეუძლიათ 10 ნომრის პოზიციაზე თამაში და ხაზებს შორის მოქმედება“, - თქვა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ 3 აგვისტოს, „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო 10 აგვისტოს, ჩემპიონშიფის პირველ ტურში „მილუოლს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115974