სხვა

2:05 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ვერცხლი საქართველოს: მედლების ჩათვლა პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის ოლიმპიადაზე ოთხი საშეჯიბრო დღე მიილია და სწორედ მეოთხე დღეს მოიპოვა საქართველომ პირველი მედალი.

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა, შესაბამისად, საქართველო მედლების ჩათვლაში დაწინაურდა. ამჟამად თითო ვერცხლით საქართველო ტუნისთან, ჩრდილოეთ კორეასთან, მონღოლეთთან და ფიჯისთან ერთად 28-ე ადგილს იყოფს.

ლიდერი იაპონიაა, რომელმაც ყველაზე მეტი, 7 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო რაოდენობით ყველას აშშ სჯობნის - 26 მედალი (თუმცა, მხოლოდ 4 ოქრო).

აქვე გეტყვით, რომ მედლების ჩათვლაში უპირატესობა არა რაოდენობას, არამედ ხარისხს ენიჭება:

1. იაპონია - 7 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (სულ - 13 მედალი)

2. ჩინეთი - 6 ოქრო, 6 ვერცხლი, 2 ბრინჯაო (14)

3. ავსტრალია - 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (11)

4. საფრანგეთი - 5 ოქრო, 9 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (18)

5. სამხრეთ კორეა - 5 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (11)

6. აშშ - 4 ოქრო, 11 ვერცხლი, 11 ბრინჯაო (26)

7. დიდი ბრიტანეთი - 4 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო (12)

8. იტალია - 3 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (11)

9. კანადა - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო (6)

10. ჰონგ კონგი - 2 ოქრო, 0 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (3)

...28. საქართველო 0 ოქრო, 1 ვერცხლი, 0 ბრინჯაო (1)

პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლა...

შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენებიდან მხოლოდ ძიუდოისტი ლაშა ბექაური იასპარეზებს.

0.113771