ფეხბურთი

19:34 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე რუსულ გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე რუსეთში დაბრუნდა და კარიერას მახაჭყალის „დინამოში“ გააგრძელებს.

ტრანსფერი რუსული გუნდის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა. ის მახაჭყალელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა...

28 წლის ტაბიძე „საბურთალოს“ აღზრდილია, შემდეგ ბელგიურ „გენტშიც“ ირიცხებოდა, ასევე „კორტრაიკში“, რომელიც რამდენიმე დღეში დატოვა, საქართველოში „დინამო თბილისის“ ღირსებაც დაიცვა, ბოლოს კი, ბერძნული „პანეთოლიკოსის“ წევრი იყო, სადაც 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა. რუსეთში ის 2017-2022 წლებში „ურალის“ და „უფას“ რიგებში თამაშობდა. ჯიმის საქართველოს ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი). ევრო 2024-ზე განაცხადშიც იყო, მაგრამ არ უთამაშია.

მახაჭყალის „დინამო“ რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს და ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ორი ქულა აქვს.

0.521225