სხვა

19:05 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე ფარიკაობაში 7 თვის ორსულმა სპორტსმენმა იასპარეზა

პარიზის ოლიმპიადაზე ორსულმა მოფარიკავემ (ხმალი) იასპარეზა. 26 წლის ნადა ჰაფეზი შეჯიბრზე 7 თვის ფეხმძიმე გამოცხადდა და ერთი შეხვედრა მოიგო კიდეც.

მან საწყის ეტაპზე ამერიკელი ელიზაბეთ ტარტკოვსკი 15:13 დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში სამხრეთკორეელ ჯეონ ჰა-იონთან მარცხი განიცადა (7:15).

„7 თვის ორსული ოლიმპიელი - თქვენ გეგონათ, რომ ხედავდით ორ ადამიანს, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ, მაგრამ სინამდვილეში სამნი ვიყავით: მე, ჩემი მეტოქე და ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში ჯერ კიდევ არ მოვლენილა - ბავშვი. მე და ჩემმა შვილმა გავიზიარეთ გამოწვევები, ფიზიკური და ემოციური.

ორსულობა თავისთავად რთულია, მაგრამ ბრძოლა პირად ცხოვრებასა და სპორტს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად არაფრით იყო ნაკლები, თუმცა ღირდა. ამ პოსტს იმისთვის ვწერ, რომ ვთქვა, თუ რამდენად ამაყი ვარ, რომ ჩემი შვილი მერვედფინალში იყო“, - დაწერა 26 წლის მოფარიკავემ სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111665