ლეო სკირი ოსტიგორი, რომელიც ბოლო ორი სეზონი „ნაპოლიში“ თამაშობდა, კარიერას „რენში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნორვეგიელმა მცველმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ლეო ოსტიგორმა „ნაპოლიში“ 43 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მას ასევე „მიოლდეში“, „ვიკინგში“, „ზანკტ პაულიში“, „ქოვენთრი სიტიში“, „სტოკ სიტისა“ და „ჯენოაში“ უთამაშია.