ფეხბურთი

12:50 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ამბობს, რომ „სიტის“ კევინ დე ბრუინის თაობაზე შეთავაზება არ მიუღია

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „ქალაქელებს“ არ მიუღიათ შემოთავაზება გუნდის ბელგიელი ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის ტრანსფერის თაობაზე.

„არა, მე მასთან პირდაპირ არ მისაუბრია, მაგრამ კლუბმა მაცნობა, რომ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. თუ ვინმე მიდის, ჯერ შეთავაზება უნდა მიიღოს. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ კევინი დარჩეს“, - ციტირებს City Xtra ხოსეპ გვარდიოდას სიტყვებს.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ბრუინი საუდის „ალ-იტიჰადში“ გადასვლაზე დათანხმდა. ბელგიელი ნახევარმცველი „სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 382 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 102 ბურთი გაიტანა და 170 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113789