ფეხბურთი

11:49 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Le Parisien: მბაპე „კანის“ მფლობელი გახდება

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ფრანგული „კანის“ საკონტროლო აქცია იყიდა - წერს Le Parisien.

წყაროს ცნობით, გარიგება ოფიციალურად უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს. ფეხბურთელმა დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაიხადა. ის „კანს“ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტთან, პიერ-ანტუან კაპტონთან ერთად მართავს.

2019/20 წლების სეზონიდან გუნდი საფრანგეთის მეორე დივიზიონში თამაშობს.

ამ ზაფხულს 25 წლის ფრანგმა კონტრაქტი მადრიდის „რეალთან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა. ფორვარდს პსჟ-სთან ხელშეკრულება ზაფხულში ამოეწურა.

0.11644