ფეხბურთი

0:55 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ საწვრთნელი პროცესი ნაადრევად დატოვა

„ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში 30 ივლისს ივარჯიშა, მაგრამ საწვრთნელი პროცესი ხვიჩა კვარაცხელიამ დასრულებამდე დატოვა.

როგორც ნეაპოლური გამოცემები წერენ, ხვიჩა გასახდელში გუნდის ექიმ რაფაელე კანონიკოსთან ერთად შევიდა, თუმცა საგანგაშო არაფერი უნდა იყოს, რადგან საქმე ტრავმასთან არ გვაქვს.

როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან ინტენსიური და დიდი დატვირთვის ვარჯიშის შემდეგ ხვიჩამ სამწვრთნელო შტაბისგან მიიღო უფლება ვარჯიში დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრესეზონზე კიდევ აქვს ამხანაგური მატჩები - „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

0.115114