ფეხბურთი

22:19 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: კვარაცხელიამ 21 წუთში დაადასტურა, რომ კონტეს "ნაპოლის" საკულტო სახე იქნება
ცნობილი გამოცემა კვარას გოლს გამოეხმაურა

ცნობილი იტალიური გაზეთი Gazzetta Dello Sport-ი ალბანურ "ეგნატიასთან" ამხანაგურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს და გოლს გამოეხმაურა. როგორც გამოცემა წერს, ეს იყო სუფთა სილამაზე, რომელიც იმსახურებს ყურადღების დათმობას.

„ხვიჩას მხოლოდ 21 წუთი დასჭირდა იმის დასადასტურებლად, რაც გარკვეული დროის განმავლობაში ნათელი იყო: ის იქნება კონტეს „ნაპოლის“ საკულტო სახე, ის იქნება ნეაპოლიტანური რენესანსის ადამიანი. და, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ჯერ კიდევ ზაფხულია და ეს ამხანაგური მატჩი იყო, ასეთი მარგალიტები ყოველთვის სათანადოდ უნდა აღინიშნოს.

ბურთი მოიპოვა, ლობოტკას გადააწოდა ერთი შეხებით, რომელმაც პასი სიღრმეში გაუკეთა, შემდეგ ხვიჩამ ბურთი მარჯვენა ფეხით გააკონტროლა და სანამ ის მიწაზე დაეშვებოდა, მარცხენა ფეხით ჰაერიდან დაარტყა. სუფთა სილამაზე, რომელიც მიეძღვნა სტადიონზე მყოფ 7 ათასზე მეტ გულშემატკივარს და ასევე მის ახალ მწვრთნელს, რომელმაც იგი აირჩია პროექტის საყრდენად ჯერ კიდევ მანამდე, სანამ შეხვდებოდა. ახლა კი, სურს, რომ მისგან მაქსიმალურად ისიამოვნოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრესეზონზე კიდევ აქვს ამხანაგური მატჩები - „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

0.113086