ძიუდო

21:30 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანელი ძიუდოისტი 2024 წელს ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
სამი ოქროს მედალი ოთხ თვეში

ძიუდოში მორიგი საშეჯიბრო დღე დასრულდა, რის შედეგადაც ვაჟებში 73 კგ წონაში გამოვლინდნენ მედალოსნები, ხოლო ქალთა შორის 57 კგ-ში.

73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ჰიდაიათ ჰეიდაროვი გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგი ჟან-ბენჟამინ გაბა დაამარცხა. მოგეხსენებათ, სწორედ გაბასთან დამარცხდა პირველ წრეში ლაშა შავდათუაშვილი. ბრინჯაოს მედლები მოლდოველმა ადილ ოსმანოვმა და იაპონელმა სოიჩი ჰაშიმოტომ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ჰეიდაროვმა 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემი, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა მოიგო!

57 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი კანადელი კრისტა დეგუჩი გახდა, რომელმაც ფინალში სამხრეთკორეელი მიმი ჰუჰი დაამარცხა, ხოლო სისიკეს გარდა, მეორე ბრინჯაოს მედალი იაპონელმა ჰარუკა ფუნაკუბომ მოიპოვა.

30 ივლისს ვაჟებში 81, ხოლო ქალებში 63 კგ წონით კატეგორიაში გაიმართება შეჯიბრი. ხვალ ტატო გრიგალაშვილი და ეთერ ასკილაშვილი იასპარეზებენ.

0.114088