ფეხბურთი

20:45 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "ლიონში" 69 ნომრით ითამაშებს

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ სათამაშო ნომერი აირჩია. როგორც ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გიორგი 69 ნომრით ითამაშებს.

ქართველი აქამდე „მეცში“ 9 და 10 ნომერი იყო, „აიაქსში“ 19, „სერენში“ 9, საქართველოს ნაკრებში ის 22 ნომერს იყენებს, „ლიონში“ კი 69 აირჩია. 23 წლის ქართველმა გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა.

69 ნომრის არჩევა უნდა უკავშირდებოდეს იმას, რომ ქალაქ ლიონის საფოსტო ინდექსი სწორედ 69 გახლავთ. სხვათა შორის, ორი წლის წინ, მან 69 თითებით "სენტ ეტიენის" ფანებს უჩვენა და მაშინ ამას არეულობა მოჰყვა, რის გამოც თამაშიც შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოსთან" შეთანხმება მიღწეული იყო. მისი არაოფიციალური დებიუტი კი, შეიძლება 31 ივლისს, „ტორინოსთან“ ამხანაგურ მატჩში შედგეს. "ლომებს" ტესტ-მატჩები "უნიონ ბერლინისა" და "არსენალის" წინააღმდეგაც აქვს დაგეგმილი.

ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.133577