საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი ერთწლიანი იჯარით „კოპენჰაგენს“ შეუერთდა.
23 წლის ქართველმა მცველმა დანიური კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„კოპენჰაგენი“ დიდი კლუბია, რომელსაც ევროტურნირებზე ყოველთვის თამაშობს. დავით ხოჭოლავასგან კლუბის, გულშემატკივრებისა და ქალაქის შესახებ მხოლოდ ძალიან კარგი მსმენია. მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ძალიან კარგად დამხვდნენ. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის დაწყებას და მათ უკეთ გაცნობას“, - თქვა გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია, 2022 წელს „შახტარს“ შეუერთდა, სადაც ორ სეზონში 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, სადაც თავი ერთი საგოლე პასით გამოიჩინა („ბარსელონასთან). დონეცკელთა რიგებში ახალგაზრდა ქართველი მცველი ორჯერ უკრაინის ჩემპიონი და ერთხელ უკრაინის თასის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებში მას 8-ჯერ უთამაშია, ევრო 2024-ის განაცხადშიც იყო, მაგრამ ოთხივე მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა.
„კოპენჰაგენი“ გასულ სეზონში დანიის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, სადაც „მაგპისს“ პირველი მატჩი სტუმრად 3:0 მოუგო. დანიის ჩემპიონატის პირველ ტურში „კოპენჰაგენი“ 4 აგვისტოს, „რანდერსს“ უმასპინძლებს.